ერევანში მწვავე პროტესტია - აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის შტურმით აღება სცადეს

19.09.23 18:22
ერევანში მწვავე პროტესტია - აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის შტურმით აღება სცადეს

ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე ერევანში, მთავრობის შენობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ფაშინიანის პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობაში შევარდნაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს  პლასტიკის ბოთლები დაუშინეს. 

ადგილზე ისმის მოწოდებები შენობის შტურმის აღებასთან დაკავშირებით. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.