მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გაახლდა - დასავლეთში განგაშია

19.09.23 20:22
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გაახლდა - დასავლეთში განგაშია

 

 

 

აწიეთ თეთრი დროშა, ჩაგვაბარეთ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ოპერაცია ბოლომდე გაგრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ულტიმატუს უყენებს. მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად მძიმეა. სომხური პოზიციები იბომბება არტილერიით და დრონებით.

ბაქომ "ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რაც რეგიონის მთლიანად გაწმენდას გულისხმობს. სომხეთი დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს. დასავლეთში განგაშია გამოცხადებული. განცხადებები განცხადებებზე კეთდება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და დიალოგისკენ მოუწობენ. უკვე ისმის მინიშნიბები აზერბაიჯანის მიმართ სანქციების ამოქმედების შესახებაც.

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ერევანშიც, სადაც საპროტესტო აქცია პაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. "ნიკოლ მოღალატე" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პრემიერ-მინისტრს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. პერიოდულად მიმდინარეობს შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. ერევნის ცენტრში უკვე დაიწყო მასობრივი დაკავებები. სამთავრობო შენობები პოლიციის ალყაშია, რადგან პროტესტის მონაწილეები იქ შესვლას ცდილობენ. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.