მთიან ყარაბაღში ისევ მძიმე ვითარებაა - აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს

20.09.23 10:15
მთიან ყარაბაღში ისევ მძიმე ვითარებაა - აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს

აზერბაიჯანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდავის სამინისტროს ავრცელებს.

ლოკალური ანტიტერორისტილი ღონისძიებები წარმატებით გრძელდება. განეიტრალებულია საბრძოლო პოზიციები, საბრძოლო დანიშნულების ავტომობილები, საარტილერიო და საზენიტო რაკეტები, რადიოელექტრონული სადგურები და სამხედრო დანიშნულების სხვა საშუალებები, რომელიც სომხეთის შეიაარღებულ ძალებს მიეკუთვნებოდა, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ თავდაცვის სამინისტრის პრესამსახურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღში სომხების 60-ზე მეტი პოზიცია კონტროლზე აიყვანეს. 

მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ დედაქალაქი სტეფანაკერტი და სხვა დასახლებული პუნქტები აზერბაიჯანის მხრიდან სარაკეტო იერიშების სამიზნეა. უწყება მსხვერპლის შესახებაც საუბრობს, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც. 
 

მსგავსი სიახლეები