ხანძარი რუსეთში - სოჭში კამიკაძე დრონი საწვავის რეზერვუარს შეეჯახა

20.09.23 11:06
ხანძარი რუსეთში - სოჭში კამიკაძე დრონი საწვავის რეზერვუარს შეეჯახა

სოჭში ადლერის რაიონში, რომელიც ნავთობბაზასთან და აეროპორტთან ახლოს არის, ხანძარია. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. 

წინასწარი ინფორმაციით, კამიკაძე დორნი დიზელის საწვავის რეზერვუარს შეეჯახა. ხანძარი 96 კვ. მეტრის ფართობს მოედო. 

რუსული მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულისა პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. 

ცნობილია, თითქოს სოჭის აეროპორტი, რომელიც ხანძრის სიახლოვეს მდებარეობს, ისევ მუშაობს.