დიდ ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი აშენდება

04.06.21 16:55
დიდ ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი აშენდება

ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს ააშენებენ. მისი სიღრმე 50 მეტრი იქნება. ,,ცისფერი უფსკრული" განკუთვნილია არა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, არამედ საზღვაო და კოსმოსური კვლევებისთვის. იუწყება გერმანული გამოცემა DW.

 ,,ცისფერი უფსკრული" -ზომებით 40 მეტრი 50-ზე იმდენ წყალს დაიტევს, რაც 17 ოლიმპიური აუზისთვისაა საკმარისი. ის აღჭურვილი იქნება გადასაწევი სახურავითა და 40 ტონიანი ამწეკრანით, რათა აუზში უზარმაზარი ობიექტები მოთავსდეს.

,,ცისფერი უფსკრული" განკუთვნილია წყალქვეშა რობოტექნიკის გამოცდებისთვისაც. ამ მიზნით, აუზის სიღრმეში წყალქვეშა გამოქვაბულები მოეწყობა. 

აუზით ასტრონავტებიც ისარგებლებენ, რადგან წყალი საშუალებას იძლევა, უწონობის იმიტაცია შეიქმნას.

პროექტის ღირებულება 150 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

აქამდე მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზად პოლონური Deepspot ითვლებოდა, რომელიც 2020 წელს აშენდა.  მისი სიღრმე 45 მეტრს შეადგენს.