უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის და იცით, ვინც ხართ - მიშელი

21.09.23 12:49
უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის და იცით, ვინც ხართ - მიშელი

უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის და იცით, ვინც ხართ - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე დარბაზში მყოფ ევროდეპუტატებს.

მიშელმა უშიშროების საბჭოზე დასვა კითხვა, თუ ვინ იქნება უკრაინის შემდეგ და რომელ ქვეყანას ჩააგდებს პუტინი განსაცდელში თუ უკრაინაში წარმატებას მიაღწევს.

„უკრაინა დანაშაულის ადგილია. დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის. იცით, ვინც ხართ. კრემლი ძველი რუსული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. უკრაინის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი, ვინც დააკმაყოფილებს პუტინის წარსულის ფანტაზიას? და თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? ამ დანაშაულის ადგილზე ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ის, ვისაც თავს დაესხნენ. უკრაინა და ყველა უკრაინელი იბრძვის ომში, რომელიც არ დაუწყიათ, იცავენ თავიანთ ქვეყანას ომისგან, რომელიც არ სურდათ და იცავენ შვილებს ტანჯვისგან, რომელსაც არავინ იმსახურებს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები