შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? - მიშელის კითხვა უშიშროების საბჭოში

21.09.23 16:48
შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? - მიშელის კითხვა უშიშროების საბჭოში

შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? - ასეთი კითხვით მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართული დებატების დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყველას და მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს.

მიშელმა უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე, ე.წ. გაშვილებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში ეს არის ბავშვების დეპორტაცია.

„გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა მიშელმა.

მსგავსი სიახლეები