"თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ" - ზელენსკი სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა. მან კანონმდებლებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ზელენსკი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავიდა და მას შემდეგ შეხვედრებს მართავს.
ჟურნალისტებს ყველა დეტალს ვერ მოვუყვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სენატორებთან ძლიერი დიალოგი გვქონდა", - თქვა ზელენსკიმ.
კაპიტოლიუმში შეხვედრის შემდეგ ზელენსკი პენტაგონში გაემგზავრა, სადაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.