შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით - აუსტრევიჩუსი

22.09.23 10:23
შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით - აუსტრევიჩუსი

ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით - ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიზეზი, რის გამოც ევროპაში სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საქართველოს მიერ სანქციების რეალურად განხორციელებაში.

"ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერსონალიზაცია. თუ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს, როგორიცაა ეროვნული ბანკი, მოვარგებთ გარკვეულ პიროვნებებს, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მაშინ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებს თანმიმდევრულობას," - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაზე [მის კომენტარს "ნეტგაზეთი" ავრცელებს].