დაკავებების სერია ერევანში - სომხეთის დედაქალაქში ვითარება დაძაბულია
ამ დრომდე დაძაბული ვითარება ერევანში. სომხეთის დედაქალაქში რამდენიმე დღეა აქციები იმართება. დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას და მთიანი ყარაბაღიდან ხალხის ევაკუაციას ითხოვენ.
ვითარება განსაკუთრებით გუშინ ღამით დაიძაბა. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს აქციის ათობით მონაწილე. ამ დრომდე სომეხი სამართალდამცავები მთავრობის სახლის შესასვლელებს იცავენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ უხეშ და არაპროპორციულ ძალას იყენებს.
შეგახსენებთ, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისი სომხეთში მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ფაშინიანმა ბაქოს ულტიმატუმი მიიღო და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.