ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას - ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტზე
ამერიკა და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ზელენსკი ამბობს, რომ ეს არის ერთიანობის ახალი დონე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მიღწეულ იქნა ახალი თავდაცვის შეთანხმება.
"ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და მის გუნდთან. ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას.
ჩვენ ასევე შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე ერისთვის. უკრაინას შეეძლება საჰარო თავდაცვის სისტემების წარმოება", - თქვა ზელენსკიმ.