რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

22.09.23 12:15
რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად 25 წლის კაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეკსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ დაბომბვამ სახლებსა და ავტოფარეხებში ხანძარი გამოიწვია.

კიევმა რუსული ძალებისგან გაათავისუფლა ხერსონის რეგიონის ნაწილი, მაგრამ რუსეთის ჯარები კვლავ განაგრძობენ რეგიონის დედაქალაქისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიების დაბომბვას მდინარე დნიპროს გადაღმა.

მსგავსი სიახლეები