ერევანში საპროტესტო აქციის 100-მდე მონაწილე დააკავეს

23.09.23 10:18
ერევანში საპროტესტო აქციის 100-მდე მონაწილე დააკავეს

ვითარება ამ დრომდე დაძაბულია ერევანში. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე წუხელ 100-მდე ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ ქოჩარიანის ვაჟი. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებისას ქოჩარიანს პოლიციამ სცემა, ის საავადმყოფოში წაიყვანეს.

ერევანში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) ზავზე დათანხმდა აზერბაიჯანის პირობებით. ამ პირობებში არაღიარებულ რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.