ოკუპანტებმა ღამით ნიკოპოლი დაბომბეს - მძიმედ დაშავდა 25 წლის კაცი

რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა. ოკუაპნტებმა იერიში დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. დანგრეულია საბავშვო ბაღის შენობა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. მძიმედ დაშავებულია ერთი ადამიანი. 25 წლის მამაკაცის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.
მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა, ჩერვონოგრიჰორივსკის თემში, ასევე მირივსკასა და პოკროვსკში. დაზიანებულიააა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები.