პუტინმა ფრონტზე ვითარების გასაუმჯობესებლად შოიგუს ვადა ოქტომბრის დასაწყისამდე მისცა

25.09.23 10:36
პუტინმა ფრონტზე ვითარების გასაუმჯობესებლად შოიგუს ვადა ოქტომბრის დასაწყისამდე მისცა

წყარო კრემლიდან ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუს ფრონტზე ვითარების გასაუმჯობესებლად და უკრაინელების კონტრშეტევის შესაჩერებლად ვადა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე მისცა. აშშ-ს ომის შემსწვალელ ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ მტრის აქტიური კონტრშეტევებიც სწორედ ამასთანაა კავშირში.

ინსაიდერის განცხადება, თუკი ის სიმართლეა, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მეთაურობა, შესაძლოა, დაუნდობელი კონტრშეტევების ბრძანებებს გასცემს, რათა უკრაინული კონტრშეტევა კულმინაციამდე მიიყვანოს, თუნდაც რუსული სამხედრო პოტენციალის ხარჯზე, - ნათქვამია ანგარიშში. 
 

მსგავსი სიახლეები