ტერაქტი ბურკინა-ფასოში - დაღუპულია 132 ადამიანი
ბურკინა-ფასოს, სოფელ სოლჰანზე შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმის შედეგად 132 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სახლებს ცეცხლი წაუკიდეს და ადგილობრივი ბაზარიც დაწვეს.
მომხდარს ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხიმგებლობა მომხდარზე არ აუღია.
ადგილობრიივმა მთავრობამ მომდევნო სამი დღე გლოვის დღედ გამოაცხადა.