რუსეთის შსს-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელობა ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელობა ძებნილთა სიაში შეიყვანა. საუბარია საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე პეტერ ჰოფმანსკზე, მისი მოადგილე ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსასა და მოსამართლე ბერტრამ შმიტზე. ინფორმაციას "მედიაზონა" ავრცელებს.
სამივე "სსკ-ის მუხლებით იძებნება", მათი სისხლის სამართლის საქმის დეტალები უცნობია. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ICC-ის მოსამართლეებმა ტომოკო აკნემ და როსარიო სალვატორე აიტალამ მათ კოლეგა სერხიო გერარდო უგალდე გოდინესთან ერთად პუტინის დაკავების ორდერი გასცეს.
გარდა მოსამართლეებისა, იძებნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ აჰმად ხანიც. მოსამართლე გოდინესის ძებნილთა სიის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.