ოდესაში ნანგრევების ქვეშ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაშავდა კიდევ ერთი

25.09.23 16:57
ოდესაში ნანგრევების ქვეშ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაშავდა კიდევ ერთი

ოდესის ოლქში ნანგრევების ქვეშ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი - ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

ოლეგ კიპერის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, თავდასხმას ოდესაზე "საპასუხო მოქმედების პათეტიკური მცდელობად" შეაფასა. 

უწყების ინფორმაციით, კრემლმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უკრაინის თავდასხმას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურას.