რუსები უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე ადამიანებს წამებით კლავენ - გაერო

25.09.23 17:53
რუსები უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე ადამიანებს წამებით კლავენ - გაერო

"რუსი საოკუპაციო ძალები უკრაინელ მოსახლეობას წამებით კლავდა" - განცხადება გაეროს მანდატით საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა გააკეთა.

რუსეთის წამების მეთოდები, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმდენად სასტიკი იყო, რომ რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი მოსახლეობა წამებით მოკლა, ხოლო ოჯახებს აიძულებდნენ, რომ მეორე ოთახიდან ქალის გაუპატიურებისთვის მოესმინათ - განაცხადა გაეროს მანდატით საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა.

ერიკ მოსეს თქმით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ სისტემურად განხორციელებულ წამებასა და ძალადობას ადასტურებს.

ჩემს გუნდს მტკიცებულებათა ერთობლიობა გააჩნია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ სასტიკად განხორციელებულ წამებას ადასტურებს, რომელიც სისტემატურად მეორდებოდა - აღნიშნა უკრაინის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ერიკ მოსემ.

მსგავსი სიახლეები