რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საწვავის ექსპორტი აკრძალა - რუსული მედია

25.09.23 17:58
რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საწვავის ექსპორტი აკრძალა - რუსული მედია

რუსეთის ფედერაციამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონებში საწვავის ექსპორტი აკრძალა - ინფორმაციას რუსული მედია  "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 21 სექტემბერს ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებით აკრძალვას გულისხმობდა, თუმცა 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს საწვავის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთი მიზეზებზე არ საუბრობს.

 

 

მსგავსი სიახლეები