რუსეთმა ჰააგის სასამართლო ხელმძღვანელობის მიმართ ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელის პიოტრ ჰოფმანსკის, მისი მოადგილის ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსასა და მოსამართლე ბერტრამ შმიტის მიმართ ძებნა გამოაცხადა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, მოსამართლე ტომოკო აკანე ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, როდესაც 17 მარტს მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელლოვის დაკავების ორდერი გასცა. ისინი სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტირებაში არიან მხილებულნი.