ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული კომპანიები დაასანქცირა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, საექსპერტო შეზღუდვები 5 რუსული კომპანიის წინააღმდეგ დაწესდა, რომელთა შორისაა ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია VSMPO-AVISMA.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა საექსპორტო შეზღუდვები გერმანიის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, პაკისტანისა და ფინეთის იმ 23 ორგანიზაციასაც დაუწესა, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება.