აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება - ყარაბაღში დაშავებულთა რიცხვი 200 -მდე გაიზარდა
ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200 -მდე გაიზარდა -გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა კი ჯერ უცნობია. ძლიერი ხანძარი სტეპანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან გვიან ღამით საწვავის საცავში გაჩნდა.
არცახის(ყარაბაღის) საინფორმაციო შტაბის მონაცემებით, 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 ამოუცნობი გვამი კი ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროშია.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კი იქ დამატებითი სამედიცინო დამხმარების ჯგუფები გაგზავნა.