ლატვიაში მძღოლებს მანქანაზე სტიკერისთვის "მე რუსი ვარ" დააჯარიმებენ

26.09.23 10:32
ლატვიაში მძღოლებს მანქანაზე სტიკერისთვის "მე რუსი ვარ" დააჯარიმებენ

ლატვიაში მძღოლებს მანქანაზე სტიკერისთვის "მე რუსი ვარ" დააჯარიმებენ. 

პოლიციაში აცხადებენ, რომ "პოტენციურად პროვოკაციული წარწერები რუსულ ენაზე" მიუღებელი პრაქტიკაა.

მძღოლები ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ სამხედრო აგრესიის ხელშეწყობისთვის.

სამართალდამცავების განცხადებით, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ასეთი სტიკერები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო აგრესიის მოწონებად ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერად.

 

მსგავსი სიახლეები