6 დაღუპული და 10 დაშავებული - ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

26.09.23 10:39
6 დაღუპული და 10 დაშავებული - ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

6 დაღუპული და 10 დაშავებული - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 93 შეტევა განახორციელა, 490-ზე მეტი ჭურვი ისროლა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან. შეტევისას რუსეთი იყენებდა ყუმბარმტყორცნებს, დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევებს, ავიაციასა და უპილოტო საფრენი აპარატებსაც.

ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა შენობები იყო.