ოკუპირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაშის დროს კულტურის სახლის სტუმრები, მათ შორის, ბავშვებიც ქუჩაში გაყარეს

26.09.23 16:30
ოკუპირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაშის დროს კულტურის სახლის სტუმრები, მათ შორის, ბავშვებიც ქუჩაში გაყარეს

ოკუპირეულ სევასტოპოლში საჰაერო განგაშის დროს ბავშვები და კულტურის სახლის სტუმრები ქუჩაში გაყარეს. მიზეზად თქვეს, რომ თავშესაფარი მხოლოდ დაწესებულების თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. 

Baza-ს ცნობით, 25 სექტემბერს სევასტოპოლში განგაში გამოცხადდა. მიწისზედა და საზღვაო ტრანსპორტმა მოძრაობა შეაჩერა. მცხოვრებლების ნაწილი ამ დროისათვის პაველ კორჩაგინის ქუჩაზე, მეთევზეთა კულტურის სახლში იმყოფებოდა. განგაშის დაწყებისთანავე მამაკაცი, რომელმაც თავის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლად წარმოადგინა, ყველა სტუმარი გარეთ გაყარა, მათ შორის, ბავშვებიც. 

თავშესაფრები სახლში გაქვთ, - უთხრა სტუმრებს კაცმა. 
 

მსგავსი სიახლეები