ნიგერიაში Twitter-ი დაბლოკეს

06.06.21 16:34
ნიგერიაში Twitter-ი დაბლოკეს

ნიგერიის მთავრობამ ქვეყნის მობილური ქსელების კომპანიებს Twitter-ი  დააბლოკინა.  ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მობილურმა ოპერატორებმა სოციალური ქსელი უკვე დაბლოკეს, თუმცა  მომხმარებლების ნაწილი  Twitter-ში შესვლას მაინც ახერხებს, რადგან  ის კვლავ ხელმისაწვდომია ზოგიერთი ქსელის Wi-Fi-ს გამოყენებისას.

მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Twitter-მა ნიგერიის პრეზიდენტის პოსტი დაბლოკა, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა Twitter-ის წესებს. ქვეყნის ხელისუფლება ამ დრომდე არ განმარტავს, უკავშირდება თუ არა ამ ფაქტს სოციალურ ქსელზე წვდომის შეწყვეტის ბრძანება.

პრეზიდენტ ლაი მოჰამედის განცხადებით, სოციალურ ქსელს მუდმივად იყენებენ „ ვინც ნიგერიის ერთიანობასა და უსაფრთხოებას უთხრის ძირს“.

 გენერალური პროკურორის განცხადებით, აკრძალვის დამრღვევი ნებისმიერი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.