პუტინმა საკუთარ თავს ხელფასი გაუზარდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საჯარო თანამდებობის პირებს ხელფასი 5.5%-ით გაეზრდებათ.
ხელფასი ვისაც გაეზრდებათ არიან ვლადიმირ პუტინი, პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის საჯარო თანამდებობის პირებს გაეზარდოთ ხელფასი", – წერია გამოცემულ ბრძანებაში.
ცნობისთვის, 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის ხელფასი 10.2 მილიონ რუბლს ($105 000) შეადგენს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით და გამოძიების შედეგებით, ვლადიმირ პუტინის ქონება რამდენიმე ათეულ მილიარდს შეადგენს.