აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სომხეთში გადასვლას ცდილობდა - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 27 სექტემბერს ლაჩინის გამშვებ პუნქტზე უკანონოდ მყოფი, ე.წ. სახელმწიფო მინისტრი დააკავეს, რომელიც სწრაფი რეაგირების სამსახურმა ბაქოში გადაიყვანა.
27 სექტემბერს ლაჩინის გამშვებ პუნქტზე ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი, 1968 წელს დაბადებული, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის, ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი. ის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში გადაიყვანეს", – წერია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური განცხადებაში.
ცნობისთვის, რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი 2022 წლის ნოემბერში გახდა, ხოლო 2023 წლის თებერვალში თანამდებობიდან მოხსნეს.