აშშ-მა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

Financial Times-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა.
"ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ", - აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერი.
აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ჯო ბაიდენს მისცემს უფლებას, ჩამოართვას რუსეთს სუვერენული აქტივები და გადასცეს ისინი კიევს უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის.