ჩამოგდებულ რუსულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილებია აღმოჩენილი

The Guardian-ის ინფორმაციით, ჩამოგდებულ რუსულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. საიდუმლო ანგარიშების მიხედვით, რომელიც ოფიციალურმა კიევმა G7-ის ქვეყნებს აგვისტოში გადასცა, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განვლილი 3 თვის განმავლობაში 600-ზე მეტი Shahed-131 და Shahed-136 დრონი ჩამოაგდეს.
Shahed-131-ის ტიპის დრონის ნამსხვრევებში ჯამში 52 ევროპაში წარმოებული სათადარიგო ნაწილი აღმოაჩინეს.
უკრაინულმა მხარემ 5 ევროპული მწარმოებელი ქვეყანა დაასახელა:
გერმანული კომპანიები Ti Automotive Gmbh და International Rectifier
შვეიცარიული კომპანიები STMicroelectronics და U-box
ნიდერლანდური კომპანია NXP Semiconductor
2022 წლიდან რუსულ შეიარაღებაზე აყვანილი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონები ირანში იწარმოება. ანგარიშის მიხედვით ირანში ევროპული ნაწილები მესამე ქვეყნების - თურქეთის, ინდოეთისა და ყაზახეთის გავლით ხვდება.