უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვოეს დასავლეთ ნაწილში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვოეს დასავლეთ ნაწილში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს - ინფორმაციას ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.
მათი თქმით, რუკების თანახმად, 26 სექტემბერს რუსებმა უკრაინელი ქვეითი სამხედროების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ISW-ში ამბობენ, რომ თუ ოკუპანტებმა ე.წ. დრონი ასეთ მანძილზე გამოიყენეს, ესე იგი ისინი სანგრებიდან გამოსულები არიან.
ომის კვლევის ინსტიტუტში მაგალითად რამდენიმე რუსი სამხედრო მეთაურის კომენტარიც მოჰყავს, სადაც ისინი უკრაინელი სამხედროების რობოტინო-ვერბოვოეს ხაზზე შეჭრაზე საუბრობენ. სპეციალისტებისთვის სიტუაცია ვერბოვოეზე გაუგებარია, რადგან რუსმა სამხედრო ბლოგერებმა სულ უფრო ნაკლები ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რაც რუსების მარცხზე მეტყველებს.