მზად ვართ, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით - ლავროვი
"რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის"- განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.
"ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა განვითარდა მიწაზე და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრებზე მტრული ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით", - თქვა ლავროვმა "ტასთან" ინტერვიუში.