პრიც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ

06.06.21 21:50
პრიც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ

დიდი ბრიტანეთის პრინც, ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონას ლილიბეთ "ლილი" დაიანა დაარქვეს.

BBC-ის ინფორმაციით, მეგანმა  4 ივნისს კალიფორნიას ქალაქ სანტა-ბარბარას სამშობიაროში იმშობიარა. დედა და შვილი ჯანმრთელად  გრძნობენ თავს.  

როგორც წყვილი განმარტავს, გოგონას ორი სახელი შეურჩიეს. ლილიბეთი დიდი ბებიის და დაიანა – უელსის პრინცესის, ჰარის დედის, საპატივსაცემოდ.

პრინც ჰარის და მეგან მარკლს პირველი შვილი 2019 წელს შეეძინათ. ვაჟს არჩი-ჰარისონი დაარქვეს. 

მსგავსი სიახლეები