ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ რუსეთში 11 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს

29.09.23 10:20
ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ რუსეთში 11  უკრაინული დრონი გაანეიტრალეს

კურსკისა და კალუგას ოლქებშ დრონებით შეტევა გახორციელდა. ინფორმაციას რუსეთის თავდავის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ამტკიცებს, რომ 11 უკრაინული დრონის განეიტრალება შეძლო.

„29 სექტემბრის ღამეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. 11 უპილოტო უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემით, მათგან ერთი კალუგის ოლქის ტერიტორიას და 10 კურსკის ოლქში“, - აცხადებენ უწყებაში.