რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საჰაერო იერი მიიტანეს - ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხერსონი დღის განმავლობაში 96-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაუღუპა, ხოლო 5 - დაიჭრა.