ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტები დამატებით ძალებს აგროვებენ - მელიტოპოლის მერი

ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტები დამატებით ძალებსა და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ - განცხადება მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა გააკეთა. როგორც ფედოროვი ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების რაოდენობა იზრდება.
რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მტრის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის რაოდენობა გაიზარდა. რუსები მძიმე ტექნიკას მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ატარებენ.
ოკუპანტები ახლა მელიტოპოლსა და პოლოგოვსკის რაიონის სოფლებში ყველა ცარიელ სახლს იკავებენ. მტრის ჯარების რაოდენობა ტოკმაკსა და ბერდიანსკშიც იზრდება - აღნიშნა მერმა.