უკრაინამ ბრიანსკის ოლქი დაბომბა - რუსეთი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქის სოფელი პაგარში დაბომბეს - ინფორმაციას რუსული მხარე აცხადებს. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურებია მობილიზებული და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.