ჟურნალისტებმა უკრაინაში დაღუპული 33 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს
BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად უკრაინაში დაღუპული 33 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს
სახელების გადამოწმება ჟურნალისტებმა ღია წყაროებიდან მოახერხეს.
ყველაზე დიდი დანაკარგები გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს რუს პატიმრებს შორის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სახელით მონაწილეობდნენ.
29 სექტემბრის მონაცემებით, ჟურნალისტებმა ფრონტზე დაღუპული ექვსი ათასზე მეტი მსჯავრდებულის სახელის იდენტიფიცირება შეძლეს. მათგან 100-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, მეტწილად - უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.