უმანში ოკუპანტებმა ხორბლის საცავები დაბომბეს - გაჩნდა მასშტაბური ხანძარი
ღამით ოკუპანტებმა უმანის ოლქი დრონებით დაბომბეს. დაზიანდა სამეწარმეო ინფრასტრუქტურა. ინფრომაციას ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
იგორ ტაბურეცის ცნობით, დაბომბის შედეგად ხორბლის საცავებში ხანძარი გაჩნად. წინასწარი ინფრომაციით, დასავდა 1 ადამიანია. ის ჰოსპიტალიზებულია.
სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველები ხანძრის ჩაქრობას 3 ათას კვ. მეტრის ფართობზე ცდილობდნენ. ცეცხლის სალიკვიდაციოს სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკა და 52 ადამიანი იყო ჩართული.
სალიკვიდაციო სამშუაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. სამარტალდამცველები რუსი ტერორისტების მორიგ დანაშაულს აფიქსირებენ.