ოკუპანტებმა ჰერსონის ოლქში 10 ავიაბომბი ჩააგდეს
რუსეთმა ჰერსონის ოლქში 10 ავიაბომბი ჩააგდო. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავრცელებს.
მათი ცნობით, სტანისლავოვში 4 ადამიანი დაშავდა, კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.
1 ოქტომბრის დილით ასევე ჰერსონის შემოგარენი დაიბომბა, რამაც ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. ენერგეტიკოსები შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ.
ჯამში, ბოლო 7-8 დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ოლქში 166 ავიაბომბი ჩააგდეს, რაცა ნგრევა მოჰყვა.