კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

03.10.23 10:13
კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტს 2021 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. მანამდე, 2020 წელს, იგი დაინიშნა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ. არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი. 

აიშატ კადიროვა დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერაც.

მსგავსი სიახლეები