აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი გადააყენა

პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი გადააყენა. რესპუბლიკელ კევინ მაკარტის მისივე პარტიიდან კონსერვატორი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა, ხოლო დემოკრატიული პარტია თავისი ხმებით მათ ლიდერის გადაყენებაში დაეხმარა.
კევინ მაკარტის გადაყენებას მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის იყო 8 რესპუბლიკელი, წინააღმდეგი კი იყო 210.
"არ ვნანობ მოლაპარაკებას. ჩვენი მთავრობა შექმნილია კომპრომისის მოსაძებნად", - თქვა მაკკარტმა სამშაბათს საღამოს ფართო პრესკონფერენციაზე.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მაკარტის მემკვიდრე.