განადგურებულია ოკუპანტების 24 დრონი - უკრაინელების წარმატება ბოლო 24 საათში
გვიან ღამით რუსმა საოკუპაციო ძალებმა "შაჰიდის" უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასიური შეტევა განახორციელეს უკრაინაზე - ინფორმაციას სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს.
მისივე ცნობით, უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონი ჩამოაგდეს.
წინასწარი შედეგებით - 24 "შაჰიდი" განადგურდა ჩვენი პასუხისმგებლობის არეალში, ეს არის როგორც სამხრეთი, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. რეგიონების ტერორი გრძელდება - აღნიშნა მან.