არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთი ომის დაწყებიდან დღემდე ძალიან დასუსტდა, ამიტომ უკრაინელები დანებებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ.
ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკების უმეტესი ნაწილი უკრაინას უჭერს მხარს.
ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია, ისეთი არ არის, როგორიც იყო ომის დასაწყისში. მათ ძალის მოკრების საშუალება არ უნდა მივცეთ. პაუზა დახმარებაში და კონფლიქტის ხელახლა გაყინვა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
მინდა ჩვენმა მხარდამჭერებმა სხვა ქვეყნებში არ დაკარგონ საკუთარი ქვეყნის ლიდერების რწმენა. რაც შეეხება აშშ-ს, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების უმეტესობა მხარს უკრაინას უჭერს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხარდაჭერას აუცილებლად შევინარჩუნებთ - აღნიშნა ზელენსკიმ.