რუსეთი ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას - ზელენსკი
რუსეთი ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას.
"მოსკოვმა ნათლად აჩვენა თავისი ამბიცია, დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, იმისთვის, რომ ევროპა არ იყოს თავისუფალი ერებისა და დემოკრატიების ადგილი, იმისთვის, რომ დაარღვიოს ევროპის ერთიანობა. ამისთვის ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის. რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ომების დაწყებით და კონფლიქტის გაყინვით. რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, დაახრჩო და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში მიმდინარე სამიტზე,