რუსებმა ოდესა დრონებით დაბომბეს

ოკუპანტების სამიზნე ისევ ოდესაა ხდება. გვიან ღამით რუსებმა უკრაინის საპორტო ქალაქს დრონებით შეუტიეს. აფეთქებების გამო, დაზიანებულია ხორბლის საცავები. დროებით შეზღუდულია საბორნე მიმოსვლა უკრაინა რუმინეთს შორის. ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს. ცნობები დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. უკრაინული მედიის ცნობით, მხოლოდ ერთ ღამეში მთელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსებმა 33 დრონი ჩამოაგდო.