რუსებმა ხარკოვს შეუტიეს - დაშავებულთა შორის 11 თვის ბავშვია

06.10.23 10:30
რუსებმა ხარკოვს შეუტიეს - დაშავებულთა შორის 11 თვის ბავშვია

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს შეუტიეს. დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინებუგოვის თქმით, დაშავებულთა შორისაა 11 თვის ბავშვი.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა და მანქანა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქსა და ქალაქში მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.