პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა

06.10.23 16:43
პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადს გადაეცა.

ნობელის კომიტეტის განმარტებით, ნარგეს მოჰამადს, ჯილდო ქვეყანაში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიენიჭა.

ნარგეს მოჰამადი 2010 წლიდან თითქმის განუწყვეტლივ პატიმრობაში იმყოფება. 51 წლის ქალი 13-ჯერ არის დაპატიმრებული და ხუთჯერ ნასამართლევი.

მსგავსი სიახლეები