ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის ფედერაციის საპასუხოდ, აშშ-ში მომუშავე რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ნონ გრატად გამოაცხადა - ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების მიმართ მიუღებელ ქმედებებს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.
რუსეთის ფედერაციის მიერ მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან ორი დიპლომატის ყალბი საბაბით გაძევების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ში მომუშავე რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. სახელმწიფო დეპარტამენტი აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ მოსკოვში, ჩვენი საელჩოს თანამშრომლების მიმართ მიუღებელ ქმედებებს, შედეგები მოჰყვება - აღნიშნა საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი, ჯეფრი სილინი და საელჩოს მეორე მდივანი, დევიდ ბერნშტეინი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.